ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი გია კერესელიძე ფილმ 'წმინდა ნინოს' ცხოვრებას იღებს. მხატვრულ ფილმში მონაწილეობის მისაღებად, დღეს 18-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ დიღომში მდებარე 'ქართული ფილმის' სტუდიაში მივიდნენ.
წმინდა ნინოს როლზე მსახიობთა შერჩევა სამ დღეს გაგრძელდება.
კასტინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდ გაითვალისწინონ, რომ არ მიიღებიან პროფესიონალი მსახიობები და გასაუბერბაზე მაკიაჟის გარეშე უნდა გამოცხადდნენ.
'პატრიარქის კურთხვეაა, რომ წმინდა ნინოს როლზე მსახიობი არ ვათამაშოთ, რასაც მთლიანად ვეთანხმები და ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ გოგონა, რომელიც წმინდანს ითამაშებს, სხვა როლში რომ ვნახოთ არ იქნება სასიამოვნო', - თქვა, რეჟისორმა, გია კერესელიძემ.
ცნობილია, რომ ფილმში ლევან უჩანეიშვილი და მურმან ჯინორია ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ რეჟისორს კურთხევა სრულიად საქართველოს-კათალიკოს პატრიარქისგან აქვს მიღებული.
ჯეონიუსი
ე.შ
|