Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი კაპრალი, გიორგი ავალიანი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავალიანი, რომელიც 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა.

სამინისტრო იუწყება, რომ აფეთქების დროს კიდევ ორი ქართველი კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე დაიჭრა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო დღეს მწუხარება გამოთქვა და ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

კაპრალი გიორგი ავალიანი მეექვსე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.

ტაბულა

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels