Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

ავღანეთში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კაპრალ ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა.

შედეგად ორივე მსუბუქად დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან.

პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძე. შედეგად ის მძიმედ დაიჭრა. სამხედრო მოსამსახურე ბასტიონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გურამ ჩიმახიძეს მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ.

ინფორმაციაში მითითებული არ არის, როდის და რა ვითარებაში დაიჭრნენ ქართველი სამხედროები.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels