Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ალექსანდრე ლუკაშენკო: ბრიუსელის სანქციები მინსკისთვის უმნიშვნელო და უმტკივნეულო კბენაა

 

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება. ეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ლუკაშენკო ოპოზიციაზე განხორციელებულ რეპრესიებში დაადანაშაულა და სანქციები დაუწესა.

საპასუხოდ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბრიუსელის სანქციები მინსკისთვის უმნიშვნელო და უმტკივნეულო კბენაა, რაც სარგებელს არც ბელორუსს და არც ევროკავშირს არ მოუტანს.

'სანამ ჩვენ ეკონომიკურ დარტყმებს მოგვაყენებენ, ჩვენგან ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ბელორუსში არაერთი უცხოური კომპანია არსებობს, რომლებსაც მნიშვნელოვან დარტყმებს მივაყენებთ,'- აცხადებს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ბრიუსელმა სანქციები იმ სამ მსხვილ ბელორუსულ საწარმოს დაუწესა, რომლებსაც ცნობილი ბელორუსი მეწარმე ხელმძღვანელობს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels