Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან, თავდაცვის მინისტრ ურმას რეინსალუსთან, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან- მარკო მიჰკელსონსა და ტაავი როივასთან, ასევე საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ ანდრეს ჰერკელთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ალექსი პეტრიაშვილისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე, დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრენინგების ცენტრის მონახულება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels