Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ამერიკაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ახლო პერსპექტივას ვერ ხედავენ

ცნობილი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Stratfor-ის ექსპერტების პროგნოზით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უახლოეს მომავალში არ აქვთ ევროკავშირში ინტეგრირების პერსპექტივა. ამის შესახებ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია, რადგანაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი აიძულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკუთარ თავზე იფიქრონ.
„აქედან გამომდინარე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში ვერ მოხდება' - წერია დოკუმენტში.

Stratfor-ის ექსპერტების აზრით, ეს სიტუაცია ხელს აძლევს რუსეთს, რადგან კრემლს ეძლევა საშუალება შეინარჩუნოს ამ ქვეყნებზე გავლენა და პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები მიიღოს.
ცენტრის ექსპერტები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შექმნილ სიტუაციაზეც წერენ და ასკვნიან, რომ ამ ქვეყნებში დღესდღეობით რთული პოლიტიკური კონფიგურაციაა და ხელისუფლებები ცდილობენ ღია იყვნენ საგარეო კურსის ორივე ვარიანტის, როგორც ევროპულის, ისე რუსულის მიმართ.

პრესა.GE

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels