Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ამერიკელებმა ყველაზე საყვარელი პირველი ლედი დაასახელეს

ამერიკელებმა ყველაზე საყვარელი პირველი ლედი დაასახელეს. აშშ-ში ყოფილ პირველ ქალბატონთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით აშშ-ის მეორმოცე პრეზიდენტის მეუღლე, ნენსი რეიგანი სარგებლობს. ეს შედეგები კომპანია 'Angus Reid Public Opinion'-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგად მიიღეს.

რონალდ რეიგანის ქვრივის სასარგებლოდ გამოკითხულთა 24%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილი ბილ კლინტონის მეუღლეს და აშშ-ის ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს ჰილარი კლინტონს ერგო (19%). მესამე ადგილზე კი მიშელ ობამაა. პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მეუღლის სასარგებლოდ ხმა 15%-მა მისცა.    

როგორც მკვლევარებმა გაარკვიეს, ნენსი რეიგანი განსაკუთრებული პოპულარობით რესპუბლიკელებში სარგებლობს (პრეზიდენტი რონალდ რეიგანი რესპუბლიკელი იყო). იგივე მიზეზით ჰილარი კლინტონი პოპულარობით სარგებლობს დემოკრატებში. კლინტონი განსაკუთრებით ახალგაზრდებს და შუა ხნის ადამიანებს მოსწონთ.  

რაც შეეხება მიშელ ობამას, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა (60%) პირველი ლედისადმი დადებითადაა განწყობილი. საინტერესოა, რომ მიშელის რეიტინგი ბარაქ ობამას რეიტინგზე მაღალია.

ambebi.ge 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels