Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ამერიკელი კონგრესმენები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავენ

დღეს, 6 ივლისს, თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავენ. 

სტუმრები პირველად პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს.

დღესვე, პარლამენტში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლების ბრიფინგიც. 
შეგახსენებთ, რომ თბილისში ამერიკელ კონგრესმენების დელეგაცია 4 ივნისს ჩამოვიდა, რომელსაც 'რესპუბლიკელი' სენატორი დევიდ დრეიერი ხელმძღვანელობს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels