Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანაკლიის ტურისტულ ზონაში, ინვესტირების მსურველი სუბიექტებისათვის განაცხადების შეტანის ვადა გაგრძელდა

ანაკლიის ტურისტულ ზონაში, ინვესტირების მსურველი სუბიექტებისათვის განაცხადების შეტანის ვადა გაგრძელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისივე ტქმით, კონკრეტული თარიღი თუ როდემდე გაგრძელდა განაცხადების მიღება დაზუსტებული არ არის.

ანაკლიის ტურისტულ ზონაში განაცხადების შეტანის ვადა 30 იანვარს უნდა შემწყდარიყო, თუმცა მთავრობამ ინვესტორებს დამატებითი ვადა, 1-ელ აპრილამდე, მისცა. ამჯერად ვადა, კვლავ გაგრძელდა.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, ინვესტორთა რამოდენიმე ჯგუფი უკვე იმყოფებოდა.
მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე, სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის უპრეცედენტო პირობებია. ინვესტორი მიწას, სასტუმროს პროექტებს და ყველა კომუნიკაციას სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებს. იმავდროულად, ინვესტორი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ. უკვე ცნობილია, რომ ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 0,6 მლნ. ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორზე სასტუმროების სამშენებლო პროექტების უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით, საპროექტო სამუშაოების დაფინანსებისთვის დაიხარჯება. იმავდროულად, 5 მლნ. ლარი ანაკლიის სანაპირო ზოლზე ბულვარის გაშენების პირველი ეტაპის სამუშაოებისათვის, შპს `ანაკლია-განმუხური რესორტსის~ ფუნქციონირებისათვის და მათთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels