Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით დღის ბოლოს მიმართავს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით დღის ბოლოს მიმართავს. 
მანამდე ამბასადორიალის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხებს.
ამბასადორიალის მეორე სამუშაო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გახსნის.
დღეს ამბასადორიალის მონაწილეებს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვისტორ ტიმერმანიც მიმართავს.
შემდეგი განსახილველი თემა იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, სადაც მთავარი მომხსენებლები იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი იქნებიან.
შემდეგ კი განიხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიმართავს. ასევე, სიტყვით გამოვა ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels