Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ში სამხრეთ კავკასიის 'გაყინულ კონფლიქტებს' განიხილავს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ს ადმინისტრაციასთან სამხრეთ კავკასიის 'გაყინულ კონფლიქტებს' განიხილავს. 
რასმუსენი ვაშინგტონში წარადგენს ანგარიშს 'უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, ახალი ნატო'. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ასევე იმსჯელებს სამხრეთ კავკასიის 'გაყინულ კონფლიქტებზე' და რეგიონში ალიანსის პოლიტიკაზე. მოლაპარაკებათა დღის წესრიგში შედის კავკასიაში ნატო-ს პრიორიტეტები და ინტეგრაციის საკითხები.
აშშ-ში ტურნეს ფარგლებში ხვალისთვის ასევე დაგეგმილია რასმუსენისა და პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვედრა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels