Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი: დარწმუნებული ვარ, არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

რასმუსენის შეფასებით, მიმდინარე არჩევნები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელი არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება მაქვს, სექტემბერში ვიყავი და მოხიბლული დავრჩი წინასაარჩევნო მომზადების პროცესით. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები გამჭირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება. ხელისუფლებამ ბევრი დამკვირვებელი ჩაიყვანა, ასე რომ ვულოცავთ საქართველოს არჩევნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის',-  განაცხადა რასმუსენმა. 

internet.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels