Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - მივესალმებით საქართველოს ახალი მთავრობის შემართებას, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა

მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმავოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. 
ანდერს ფოგ რასმუსენი მიმართვაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას აფასებს და აღნიშნავს, რომ მინისტერიალზე ნაყოფიერად იმუშავეს. 
ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, გაიმართა შეხვედრა ქართველ პარტნიორებთანაც. 
'ნატო საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ბუქარესტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმავოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაფასებთ საქართველოს შთამბეჭდავ წვლილს ავღანეთის მისიაში', - აღნიშნავს ანდერს ფოგ რასმუსენი. 
ნატო-ს მინისტერიალი ბრიუსელში გუშინ დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels