Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-ს არსებობის აუცილებლობა ახლა გაცილებით მწვავედ დგას, ვიდრე - ოდესმე

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ალიანსის ევროპელ წევრებს თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ რასმუსენმა 'ბი-ბი-სისთან' ინტერვიუში განაცხადა. 
მისი თქმით, ნატო-ს არსებობის აუცილებლობა ახლა გაცილებით მწვავედ დგას, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ევროპულმა ქვეყნებმა ორგანიზაციის მომავალზე 'პასუხისმგებლობა უნდა აიღონ'. 
'ჩვენს ბრძოლისუნარიანობაში ინვესტირება გვჭირდება', - განაცხადა რასმუსენმა. 
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება იყო პასუხი აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსის განცხადებაზე, რომელმაც გასულ კვირას ევროპული ქვეყნები თავდაცვის ბიუჯეტის არასაკმარისად დაფინანსებისთვის გააკრიტიკა. 
გეითსის თქმით, ლიბიაში ოპერაციის დაწყებიდან 11 კვირაში ნატო იარაღის და საბრძოლო მასალების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა და დახმარებას ამერიკას სთხოვს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels