Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

კიდევ ერთხელ, მინდა დავადასტურო ის, რაც ნატო-მ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი' , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა. რასმუსენის თქმით, ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.
რასმუსენმა ყურადღება გაამახვილა ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს წვლილზე. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ამ ოპერაციაში. 
'თქვენი ჯარები გამორჩეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს. ეს არის თქვენი დამოკიდებულების ძლიერი დემონსტრირება ტრანსატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი', - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ შიდა რეფორმების პროცესში მიაღწია. 
'ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის. შეხვედრაზე საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყველა პატივს სცემს. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და კვლავაც დიდი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას რეფორმების პროცესში', _ განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels