Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, NATO-ს გენერალური მდივანი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. 
ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიულ სტანდარტებს სრულიად შეესაბამებოდა: 'მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ ასეთი წინსვლა და მოახდინონ დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას. მაგრამ ნადვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, თუ რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაზე მე მიხეილ სააკაშვილსაც ვესაუბრე. ორივეს მოგიწოდეთ, კონსტიტუციის ფარგლებში გეთანამშრომლათ ერთმანეთთან, დარჩენილი თვეების განმავლობაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის', - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისივე თქმით, საქართველო დგას NATO-სკენ მიმავალ გზაზე და ის აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი: 'ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული ვრჩებით, მაგრამ წევრობა საჭიროებს მეტ შრომას, რეფორმებსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობის ყველა განშტოებას შორის. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად, რათა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, ქართული დემოკრატია ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს' - განაცხადა რასმუსენმა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels