Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანდრის ბერზინში: საქართველო ნატოს წევრი გახდება

ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიაღწევს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხითაც.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„მე დარწმუნებული ვარ საქართველოს სამომავლო განვითარება იქნება უაღრესად წარმატებული. საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიაღწევს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხითაც. ეს ორი პროცესი კი თქვენს ქვეყანას პრობლემბის დაძლევაში დაეხმარება,'- განაცხადა პრეზიდენტმა.

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი მზად არიან საქართველოსთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels