Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ანჟეი ტიშკევიჩი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა მექანიზმი ძალაში უნდა დარჩეს

უახლოეს მომავალში ევროკავშირი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას აფხაზური მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ამ სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, ევროკავშირი გააკეთებს განცხადებას 'იმისათვის რომ არ დაუშვას სიტუაციის გამწვავება'. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

'ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები ღიად და მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა მექანიზმი ძალაში დარჩეს - ეს მნიშვნელოვანია საქართველოსათვის', - განაცხადა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს. მისიის შემადგენლობაში 25 წევრი-სახელმწიფოს 250 თანამშრომელი მუშაობს. ამ ეტაპზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებენ.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels