Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი გაფ­რთხი­ლე­ბა

შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა, ან მოვ­ლე­ნე­ბის ამ­გვა­რად აღ­ქმა ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის უდი­დეს საფ­თხეს ქმნის. ეს გაფ­რთხი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მხრი­დან არა­ერ­თხელ გა­ის­მა, 16-17 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში მი­სი ვი­ზი­ტით ყოფ­ნი­სას. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ფი­ლიპ გორ­დონ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ აშშ-ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ, მათ შო­რის, „თა­ვი­სუ­ფალ­მა და სა­მარ­თლი­ან­მა' არ­ჩევ­ნებ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა და მშვი­დო­ბი­ან­მა გა­და­ცე­მამ. ამა­ვე დროს, მი­სი თქმით, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთავ­რო­ბამ და პრე­ზი­დენ­ტმა ერ­თად იმუ­შა­ონ. გორ­დო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვილ­მა მას ამის პი­რო­ბა მის­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბებს, გორ­დო­ნის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ცე­სი იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ჭვირ­ვა­ლე. „ყვე­ლას სურს, რომ აღ­სრულ­დეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს. მაგ­რამ ამა­ვე დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვი­თი დევ­ნის რა­ი­მე აღ­ქმა ან რე­ა­ლო­ბა და სწო­რედ ამას გა­ვუს­ვი ხა­ზი, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში და ეს არის გზა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­კენ', - გა­ნაც­ხა­და გორ­დონ­მა. მი­სი თქმით, მან პრე­მი­ერ­მი­ნისტრს გა­ნუ­მარ­ტა, რომ, თუ გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის დევ­ნას და­ემ­სგავ­სე­ბა ან გა­უმ­ჭვირ­ვა­ლედ მოხ­დე­ბა, „ამის­თვის მთელ ქვე­ყა­ნას მო­უ­წევს ფა­სის გა­დახ­და'. რო­გორც, თა­ვის მხრივ, გორ­დონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, „სრუ­ლად იზი­ა­რებს' ამ მო­წო­დე­ბებს და უც­ხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის შეშ­ფო­თე­ბას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო. „კარ­გად მეს­მის, რომ, რო­დე­საც ახა­ლი ძა­ლა მო­დის და ასე­თი და­ჭე­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბევ­რი კით­ხვა ჩნდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შეჩ­ვე­ულ­ნი არ არი­ან ასეთ პრო­ცე­სებს... ჩვენ ვცდი­ლობთ და მო­მა­ვალ­შიც შე­ვეც­დე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ავუხ­სნათ ჩვენს მე­გო­ბარ სა­ხელ­მწი­ფო­ებს და პირ­ველ რიგ­ში აშშ-ს, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა ქმე­დე­ბა ამ მხრივ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეს არ არის არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, ეს არ არის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მო­ვა­ხერ­ხებთ და მაქ­სი­მა­ლურ გან­მარ­ტე­ბებს გა­ვა­კე­თებთ', - გა­ნაც­ხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა. მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრე­მი­ე­რის სიტ­ყვი­ე­რი პი­რო­ბა აშშ-სთვის საკ­მა­რი­სი არაა. 17 ნო­ემ­ბერს, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, გორ­დონ­მა ის პი­რო­ბე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნდო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს. მი­სი თქმით, „თუ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლე­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლებს ექ­ნე­ბათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­ცე­სი გამ­ჭვირ­ვა­ლედ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თე­ბა, მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის დაც­ვით ხდე­ბა'. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, „შეგ­ვეძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ, რომ ამ და­კა­ვე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის სა­ხე აქვს'. გორ­დონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რო­მე­ლი­მე მხა­რე ძა­ლა­უფ­ლე­ბის თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა, ეს დე­მოკ­რა­ტი­ას არ წა­ად­გე­ბა. ასე­ვე, მი­სი თქმით, „ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთავ­რო­ბამ გა­ი­აზ­როს, რომ ის ახორ­ცი­ე­ლებს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, და არა უს­წორ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ მტრებს'. ფი­ლიპ გორ­დო­ნის თქმით, „სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის ევო­ლუ­ცია არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ძალ­ზედ რე­ლე­ვან­ტუ­რია' სა­ქარ­თვე­ლოს NATO-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ ცი­ვი ომის პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დღეს NATO-ს „აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა' სა­კუ­თარ რი­გებ­ში არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი არ მი­ი­ღოს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 12-14 ნო­ემ­ბერს ბრი­უ­სელ­ში ყოფ­ნი­სას NATO-სა და ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბას ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა და­კა­ვე­ბე­ბი ამის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და. პრე­მი­ე­რი შე­ე­ცა­და ფი­ლიპ გორ­დო­ნი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ მი­სი მთავ­რო­ბა შერ­ჩე­ვით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას არ ახორ­ცი­ე­ლებს. რო­გორ ჩანს, ამ სა­კით­ხებ­ზე სა­უ­ბა­რი მას მიმ­დი­ნა­რე თვის ბო­ლოს, ვა­შინ­გტონ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დრო­საც მო­უ­წევს. 

ტაბულა 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels