Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> არჩევნების შედეგების მიხედვით უკრაინის რადაში 5 პოლიტიკური პარტია მოხვდება

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.  საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 5 პოლიტიკური პარტია ხვდება.

წინასწარი შედეგებით, ამომარჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა პარტია 'რეგიონებმა' დააგროვა. მას ოპოზიციური გაერთიანება 'ბატკივშინა' მოსდევს. წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, პარლამენტში მოხვდა ვიტალი კლიჩკოს პარტია 'უდარიც'. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს კომუნისტურმა პარტიამ და პარტია 'თავისუფლებამაც'.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეეძლოთ. თბილისში დარეგისტრირებული 278 ამომრჩევლიდან უბანზე 215 პირი მივიდა.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels