Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> არჩილ კბილაშვილის ფეშენებელური ბინა მოსკოვში და პროკურორის გასაჯაროებული ქონება

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის საკმაოდ შთამბეჭდავი დეკლარაცია უკვე საჯაროა.

დეკლარაციის მიხედვით, კბილაშვილის საკუთრებაშია 530.13 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 920 კვ.მ  მიწის ნაკვეთი წყნეთში, ასევე 151.11 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე და 157.67 კვ.მ ფართობის სახლი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში, ვერნადსკის პროსპექტზე.

აღსანიშნავია, რომ მისამართზე (ვერნადსკის პროსპექტი #105), რომელსაც კბილაშვილი უთითებს საცხოვრებელი კომპლექსი 'ელენა' მდებარეობს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული კომპლექსია, აქვს უნიკალური არქიტექტურა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. კომპლექსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, დაცვის და ვიდეო მეთვალყურეობის აღჭურვილობა.

კბილაშვილს ამ დროისთვის ავტომანქანა არ ჰყავს. დეკლარაციაში მხოლოდ კბილაშვილის მეუღლის, სოფო ცისკაძის მსუბუქი ავტომანქანაა (KIA CERATO, 2012 წლის გამოშვება) დაფიქსირებული.

კბილაშვილი დეკლარაციაში უთითებს 5000 ლარს, 50 000 დოლარს და 25 000 ევროს ნაღდ ფულს.

დეკლარაციაში ასევე შეტანიალია მისი შპს-ებისა და საადვოკატო მომსახურების შედეგად მიღებული თანხები და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ისტორია.  

პრესა.GE

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels