Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტს ხუთდღიან ვადას აძლევს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის ვადაში, პრეზიდენტი ბიზნესმენის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოაქვეყნებს, ადვოკატები მას უარყოფით პასუხად ჩათვლიან.

როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, დადებითი პასუხის შემთხვევაში პრეზიდენტი ბრძანებულებას გამოსცემს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი განკარგულებას.

კბილაშვილის თქმით,  ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ რამდენიმე დღით გადაიწია, რისი მიზეზებიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა.

„არსებობს ერთგვარი მოსაზრება ხელისუფლებაში, რომ პრეზიდენტს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად ვადა კიდევ აქვს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ რამდენი დღით გადაიწია. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის პასუხს, მაგრამ თუ 4-5 დღის განმავლობაში ეს პასუხი არ იქნება, მაშინ ჩვენ ამას უარყოფით პასუხად ჩავთვლით',- განაცხადა კბილაშვილმა.

ადვოკატის თქმით,  მათი მომავალი გეგმების შესახებ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტისგან დადებით ან უარყოფით პასუხს მიიღებენ.

შეგახსენებ, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს, რადგან მათი დასკვნით, 'სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს'.

Internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels