Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> აშშ-ის საელჩო და საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს სვანეთში აღნიშნავს

აშშ-ის საელჩო და საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს სვანეთში აღნიშნავს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ამერიკის საელჩოდან აცნობეს, ამერიკელ და ქართველ ალპინისტთა ერთობლივი ჯგუფი მწვერვალ თეთნულდს (4,858 მეტრი) დალაშქრავს. 
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სვანეთს ესტუმრება. 
მთამსვლელები მესტიაში 4 აგვისტოს დაბრუნდებიან. თეთნულდის დალაშქვრის გარდა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, მესტიის დათვალიერება, უშგულში გასეირნება, ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და კულტურული საღამოები.
სვანეთში ჩასვლამდე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრინკი დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის სენაკი-აბაშის მონაკვეთს მოინახულებს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით შეკეთდა.
სვანეთში ყოფნისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრება, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების პროექტის (პროექტის საერთო ღირებულებაა 5.4 მლნ. დოლარი) ფარგლებში დაფინანსდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels