Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ოფიციალური პირები 'შავ სიაში' შეიყვანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთელი რიგი ოფიციალური პირები 'შავ სიაში' შეიყვანა. 
'ვაშინგტონ პოსტის' ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ ისინი, ვისაც ამერიკული მხარე იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევს. სახელმწიფო დეპარტამენტის 'შავ სიაში' 60-მდე გვარია შეტანილი. 
აუდიტორული კომპანია 'ფაირსტოუნ დანკანის' მმართველი პარტნიორი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, დაპატიმრებიდან მე-11 თვეს და ბრალის წარდგენიდან მე-7 დღეს გარდაიცვალა. მას ბრალი დაედო ორგანიზაციის მიერ გადასახადების გადახდაზე თავის არიდების ორგანიზებასა და თანამონაწილეობაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels