Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბათუ ქუთელია: ნებისმიერი საკითხი რაც საქართველოში ხდება, ნატო-სთვის საინტერესოა

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია პოლიტიკოსებს მოუწოდებს საკუთარ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოში ხდება, ნატო-სთვის ძალზედ საინტერესოა. 

'ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება მისცა შესაძლებლობა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს პირდაპირ მოთხოონ, მიანიჭონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარმატებით გადავლახავთ ჩვენ ამ ეტაპს. მეორეს მხრივ ეს ძალზედ მგრძნობიარე მომენტია, იმდენად, რამდენადაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ყველა პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, რომ გაცილებით ფრთხილად მოეკიდონ ამას და თუნდაც მათ რიტორიკაში და გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ნებისმიერი საკითხი რაც საქართველოში ხდება, ნატო-სთვის ძალზედ საინტერესოა',- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels