Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი იუწყება. 
ბარაქ ობამა აშშ-ში, ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის, 2 მარტს ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ესაუბრა. ვიზიტის დროს ალექსანდრე ტუღუშთან მისი ბიძაშვილი ალექსი გოგრიჭიანი იმყოფებოდა. შეხვედრა ფოტოზე აღბეჭდა თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სუზამ. 
აშშ-ს პრეზიდენტამდე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels