Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბარაქ ობამა ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის გეგმის შესახებ განცხადებას გააკეთებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა 22 ივნისს ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის გეგმის შესახებ განცხადებას გააკეთებს . ამის შესახებ გამოცემა 'ნიუსრუ' პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი მონაცემებით, სახელმწიფოს მეთაური საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა განსაზღვრულ ვადებში დააზუსტებს, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დაუბრუნდება ოჯახებს ივლისში.
ბარაქ ობამა წარმოადგენს ფართომასშტაბიან გეგმას იმის შესახებ, რაც 2014 წლისთვის ავღანეთის ხელისუფლებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის გადაცემას უკავშირდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels