Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პაატა პაპუაშვილმა 'ინტერპრესნიუსს' აცნობა. 
'მინდა გამოვხატო დიდი გულისტკივილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ადამიანთა მასობრივი წამების ფაქტების გამო და გავიზიარო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
ძალადობის მიმართ პროტესტისა და უფლებაშელახულ ადამიანთა სოლიდარობის ნიშნად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას', - ნათქვამია პაატა პაპუაშვილის განცახდებაში.
მისი თქმით, მან უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
პაატა პაპუაშვილი ბარსელონაში საქართველოს კონსულის პოსტზე უკვე მესამე წელია მუშაობდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels