Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ერთ საპატიმროში განათავსეს

ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვზე მდებარე სასჯელაღსრულების ერთ დაწესებულებაში არიან მოთავსებულნი, ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

'ისინი მატროსოვის ქუჩაზე მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს. ოქრუაშვილი გუშინ გამართული სასამართლოს პროცესის შემდეგ პირდაპირ მატროსოვზე მიიყვანეს', - განაცხადა სოზარ სუბარმა.

'ივერონის' კითხვაზე შეხვდებიან თუ არა ერმანეთს ოქრუაშვილი და ახალაია, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ სეირნობის დრო მათ განსხვავებული ექნებათ, რითაც შესაძლო შეხვედრის შემთხვევები თავიდან იქნება აცილებული.

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნები იხდიან სასჯელს. 

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels