Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბელარუსმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს

ბელარუსმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს.

რუსული სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი გორულკომ განაცხადა. გორლუკოს თქმით, ეს საკითხი, საერ­თო საბაჟო სივრცის ფარგლებში, საგარეო უწყებების დონეზე განიხილება. 'საუბარია საპასპორ­ტო-სავიზო რეჟიმის უნიფიკაციაზე, თან - არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართ. საკითხი კი­დევ ერთხელ ზაფხულში დაისმება. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური საკითხია,' - განმარტა ბელა­რუსის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელმა.

როგორც რუსული სააგენტოები წერენ, საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო რეჟიმის არსე­ბობა პრობლემებს რუსეთს უქმნის, რადგან საქართველოს მოქალაქეები ბელარუსში მოხვედრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან. 'ინტერპრესნიუსის' ინფორმა­ციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს

24 საათი

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels