Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბინ ლადენის შესაპყრობად ჩატარებულ სპეცოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ

პაკისტანში ქალაქ აბოტაბადში ოსამა ბინ ლადენის შესაპყრობად ჩატარებულ სპეცოპერაციაში, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ. სპეციალისტების განცხადებით, 'ნომერ პირველი ტერორისტის' თავშესაფრის შესახებ ამერიკელებმა პირველი ინფორმაცია სწორედ სპეციალურად გწვრთნილი ძაღლისგან მიიღეს.

ძაღლების ჯიში მკაცრად გასაიდუმლოებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკაში ყველაზე გავრცელებულ ჯიშად გერმანული ავჩარკა ითვლება.

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, აღნიშნული ძაღლები იმდენად კარგად არიან გაწვრთნილები, რომ მათ ადამიანებზე არანაკლებად შეუძლიათ სპეცოპერაციებში მონაწილეობის მიღება. ძაღლებს თავისუფლად შეუძლიათ შენობაში ნაღმის და დამალული ადამიანის აღმოჩენა. აგრეთე ისინი სპეციალური ჟილეტებით არიას შემოსილნი, რომელიც მათ ქმედითუნარიანობას კიდევ უფრო ზრდის.

geonews.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels