Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები დღეს დილიდან განახლდა. განხილვის მთავარი თემა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაა.

კოალიციის წევრები ბიზნესცენტრში ნელ-ნელა იკრიბებიან. როგორც კოალიცია 'ქართული ოცნების' წევრები აცხადებენ, კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. 

მათივე თქმით, უკვე გამოიკვეთა მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი და მთავრობის საბოლოო შემადგენლობა დღეს საღამოსთვის გაირკვევა. 

მინისტრობის კანდიდატთა ვინაობას კი 'ქართული ოცნების' ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ დილით თავად დაასახელებს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels