Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა. 

როგორც „ფეისბუქზე' ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, მხარეებმა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ერიკ რუბინის განცხადებით, მან ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს მხარს უჭერს და მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. 

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სავალმა გზამ უკვე დიდი წარმატება აჩვენა. ეს კი, ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია' - აღნიშნა რუბინმა.

როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების' წარმომადგენლებმა ერიკ რუბინთან არჩევნების წარმატებით ჩატარების შესახებ ისაუბრეს.

„კარგად გავაცანით თუ როგორი წარმატებით ჩავატარეთ არჩევნები. ასევე, განვუმარტეთ, რომ ამ წარმატებას კოალიცია და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს და არა ხელისუფლება, რომელიც ძველ კავშირებს იყენებს, რათა აჩვენოს თითქოს დემოკრატიის შუქურა მიხეილ სააკაშვილია' - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის მოადგილე ალან ფურსელი, აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექტორის ხელმძღვანელი ალან მელთცერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ოფიცერი ანდერს ლინჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. 

newspress.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels