Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი დავოსში უკრაინის, პოლონეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში უკრაინის, პოლონეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შეხვდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე განმარტავს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირს შეხვდება. 

„დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ექნება, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, მაგალითად პრემიერ-მინისტრი შეხვდება უკრაინის, შვეიცარიისა და პოლონეთის პირველ პირებთან. გარდა ამისა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა ექნება ასევე გაეროს გენერალურ მდივანთან'- განმარტა მაია ფანჯიკიძემ.
პირველი დიპლომატის განმარტებით, დავოსის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო ეკონომიკის წამყვანი ფიგურებიც ჩავლენ და ცხადია ბიძინა ივანიშვილიც მათთანაც გამართავს შეხვედრებს. 
„პრემიერ-მინისტრი დავოსის ფორუმის რემდენიმე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ ეს არის ძირითადად ეკონომიკური ხასიათის ფორუმი ამიტომ ის მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მათთანაც უამრავი შეხვედრა უკვე ჩანიშნულია, რადგანაც ის არის ეკონომიკური ფორუმი ინტერესი მაინც ამ კუთხითაა თუმცა დავოსის საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეები სარგებლობენ შემთხვევით და პოლიტიკურ შეხვედრებსაც ატარებენ. ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც'- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
მაია ფანჯიკიძის განმარტებით, დავოსში ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედების შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 23 იანვარს გაიხსნება.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels