Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი დღეს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს , ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. 
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ბრიუსელის დროით 11:00 (თბილისის დროით 14:00) საათზე დაიწყება. შეხვედრა ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მასშიმ პრემიერთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრები. 
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები და წარმოდგენილი იქნება ახალი მთავრობის კონკრეტული გეგმები ალიანსთან ურთიერთობის კუთხით. 
'ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით გრძელდება. მე ნატო-ს მინისტერიალშიც მივიღებ მონაწილეობას', - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels