Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ხვალ შეხვდეს

კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ხვალ შეხვდეს. 
როგორც ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენის შემდეგ 'ინტერპრესნიუსს' განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედი და ახალი მთავრობის სამუშაო ჯგუფები დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ. 
სამუშაო ჯგუფების შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 15:00 საათისთვის არის დანიშნული. 
ამავდროულად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დასახელდებიან ის პირები, რომლებიც 'ქართული ოცნების' სახელით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში უფლებამოსილების გადაბარების პროცესში ჩაერთვებიან.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels