Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი პრემიერის რანგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ახალი პრეამიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. 

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 10:00 საათზე დავით საგანელიძეს, 11:00- ზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანკიკიძეს, 11:30 დავით კირვალიძეს, ხოლო 12:00 საათზე თავდაცვის მონისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საუბარი სამინისტროების სრულად დაკომპლექტებას შეეხება.

„ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს, მოადგოლეები ამ კვირას უნდა დამტკიცდნენ. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს საზღვარგარეთ, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს სად შედგება ის აშშ-ში, თუ ევროპაში',- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, სამინისტროების დაკომპლექტების შემდეგ, ის რეგიონებსაც მოინახულებს.

ამასთან, პრემიერის თქმით ის კანცელარიაში აშშ-ს სრულუფლებიან ელჩ რიჩარდ ნორლანდს მიიღებს.

ივანიშვილის ინფორმაციით, ელჩმა ოფიციალური ვაშინგტონისგან მისალოცი წერილი უნდა გადასცეს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels