Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის - 'სოროსის ფონდის' დამფუძნებელს შეხვდა. 
როგროც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯორჯ სოროსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და სურვილი გამოთქვა, საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს შეხვედროდა. 
შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. 
'ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება',-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels