Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბიძინა ივანიშვილი - რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.  რაც შეეხება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ,ივანიშვილის თქმით, მას 'საპარლამენტო კომიტეტი შესატყვისად უპასუხებს'. 
'შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება. ეს არის პასუხი ძველ ქმედებებზე, ალბათ ეს ჰქონდა მხედველობაში რასმუსენს. ამ საკითხს ჩვენ მასთან შეხვედრაზე შევაჯერებთ', - განაცხადა ივანიშვილმა. 
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს. 
'მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით', - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 
რეზოლუციაში კი, რომელიც ასამბლეის 58-ე სესიაზე მიიღეს, ნათქვამია: 'ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე, კერძოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს, ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და განიხილონ საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (МAP) მინიჭების საკითხი, რაც უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ წვდომასა და ჩახედულობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels