Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა სამინისტროში კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მეოთხე, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა დღეს გაიმართება.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების ფართო სპექტრს განიხილავენ; ასევე საუბარი იქნება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციაზე, თავდაცვით შესაძლებლობებზე, პროფესიული სამხედრო განათლებისა და სამხედრო დოქტრინის განვითარების საკითხზე.

`შეხვედრაზე მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საგზაო რუკას,` განაცხადა განაცხადა კალანდაძემ.

დღესვე, საქართველოს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ეწვევიან.

ვიზიტის მიზანი, ტრადიციულად, ადგილზე ვითარების შესწავლა და მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა. ისინი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები 19 ივლისს ცხინვალის რეგიონში, 20 ივლისს კი აფხაზეთში ჩავლენ.

ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი 4 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

რუსთავი 2

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels