Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გაეროს გენერალური ასამბლეა სირიის რეჟიმს გმობს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწონა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გმობს სირიის რეჟიმის ქმედებებს და ძალადობას. დოკუმენტში გაკრიტიკებულია გაეროს უშიშროების საბჭო იმის გამო, რომ მას საკმარისი ძალისხმევა არ აღმოაჩნდა პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასაყვანად.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 133-მა ქვეყანამ, 12-მა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა წინაღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 31-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიღების ინიციატორი საუდის არაბეთი იყო. მისმა წარმომადგენელმა აბდულა მუალიმმა კენჭისყრის წინ ასამბელეას მოუწოდა ეხელმძღვანელათ გაეროს მიერ დეკლარირებული მორალური და ჰუმანიტარული ღირებულებებით.

შეგახსენებთ, რომ, სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას ამ დროისათვის 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

 'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels