Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია სიდამონიძეს შეხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ზოლტან სომოჯი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, მაია სიდამონიძეს შეხვდება. შეხვედრა თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შედგება.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ზოლტან სომოჯი, საქართველოს 6 ივლისს ეწვია, რათა ქართულ მხარესთან ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ზოლტან სომოჯი მოინახულებს საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროში განმარტავენ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ქართულ მხარესთან განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ეფექტური პოზიციონირების თვალსაზრისით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სწრაფ ტემპს, ტურისტების რაოდენობის ზრდას, ახალი ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე და ტურისტული ბიზნესის სტიმულირებას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და ევროპის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მტო-ის ევროპის 54-ე რეგიონული კომისიის შეხვედრა და ტურიზმის რეგიონული ფორუმი 2012 წელს საქართველოში გაიმართება.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels