Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გაერო 26 მაისის მოვლენების დროს გადამეტებული ძალის გამოყენებით შეშფოთებულია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა . 
გაერო-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რუპერ კოლვილმა განაცხადა, რომ გაერო-ს ადამინის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი სრულად იზირებს საქართველოს ობმუდსმენის მოწოდებას 26 მაისს პოლიციის მოქმედების ყოველმხრივი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ. 
'საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად, ძალის გამოყენება აუცილებელ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს', _ აღნიშნა რუპერ კოლვილმა თბილისში 26 მაისს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ომბუდსმენმა შეადგინა აქციის დაშლისას დაპატიმრებულთა 162-კაციანი სია. აქციის დაშლის დროს ბევრმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო. 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომიარიატის წარმომადგენელმა საქართველოსხ ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს დაკავებულებისთვის ადვოკატი და სამედიცინო დახმარების უფლება. ასევე. ყველა ღონე იხმაროს საიმისოდ, რომ ამთ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული წამება. 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომიარიატმა ორივე მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და იმოქმედონ ნაციონალური კანონმდებლობის ფარგლებში და ადამიანის უფლებთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels