Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გერმანია ლიბიის დაბომბვაში მონაწილეობას არ მიიღებს

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერვილის განცხადებით, გერმანია ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. აღნიშნული განცხადება ვესტერვილმა აშშ-ში ვიზიტისას გააკეთა.

გერმანია მზად არის ლიბიის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

'ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებთ. ჩვენ ლიბიის მომავალს დიქტატორი კადაფის გარეშე ვხედავთ. კადაფის გადადგომის შემდეგ ჩვენ ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას აღმოუჩენთ.' - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels