Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიგი უგულავასთან დაკავშირებული საჩივრის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 72 საათი აქვს

დედაქალაქის მერ,  გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარისააპელაციო სასამართლომ  72 საათშიუნდა განიხილოს. 

მთავარი პროკურატურა სასამართლოს იმგადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლისმიხედვითაც, სასამართლომ დედაქალაქისმერის, გიგი უგულავას მიმართპროკურატურის არც ერთი შუამდგომლობაარ დააკმაყოფილა.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისუფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, პროკურატურამ სააპელაციოსასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გაასაჩივრა. 

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერისმიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ემუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონებისმართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლებისლეგალიზაციას გულსიხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებითწინასასამართლო სხდომა 10 აპრილის 15.00 საათისთვის დაინიშნა.

პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახითმილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას დაქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.

 

Geotimes.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels