Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიგი უგულავა ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

თბილისი მერი, გიგი უგულავა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, თავის კოლეგა -კლაუს ვოვერაიტს შეხვდა.

მერის პრესსამსახურის ინფორმაციით,  კოლეგებმა თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთთანამშრომლობის, კულტურული კავშირების განმტკიცებისა და ქალაქის მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

გიგი უგულავამ გერმანელ კოლეგას ქალაქში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად გამარტივდა და შემცირდა ბიუროკრატიული პროცედურები.

უგულავამ ქალაქში არსებულ სტაბილურ ბიზნეს-გარემოზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels