Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიგი უგულავა სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

თბილისის მერი  უნგრეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს მერიიდან აცნობეს,  გიგი უგულავა ბუდაპეშტის მერ  სტევან თარლოს შეხვდა. მერმა  თბილისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ის რეფორმები განიხილა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.

უნგრულმა მხარემ ქართული გამოცდილების  გაზიარების სურვილი გამოთქვა.

საუბარი შეეხო ასევე  მუნიციპალურ სერვისებს, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებსაც. კოლეგებმა ისაუბრეს იმ პერსპექტივებზეც, რაც უნგრული ბიზნესის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დაინტერესებას ეხება.

შეხვედრაზე გადაწყდა  რომ საქართველოს დედქალაქში ერთობლივი ბიზნესფორუმიც მოეწყობა, რაც ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს ქვეყნის პოტენციალს უკეთ გაეცნონ.

თბილისის მერი ხვალ უნგრეთში პარლამენტის სპიკერსაც შეხვდება, რომელიც ამჟამად უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels