Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს გიორგი ბარამიძის პრესსამდივნოში განუცხადეს, მინისტრის ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატად დასახელების შემდეგ საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, სახელმწიფო მოხელემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაწეროს.

რაც შეეხება ვაკანტურ ადგილს, პრესსამსახურის წარმომადგენლებს ბარამიძის შემცველის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

ბარამიძის მოვალეობას ამჟამად მისი მოადგილე ელენე ხოშტარია ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ბარამიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატად პირადად წარადგინა.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels