Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძემ ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნებს დაუკავშირა

ხორცზე 80%-იანი ფასის ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რასაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა კონფერენციაზე - 'თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის'. 
'ეს სერიოზული პრობელმაა მოსახლეობისთვის, ასევე, ხელისუფლებისთვის. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა ეს განვახორციელეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები; თუმცა ჯობდა, ეს ეტაპობრივად გაკეთებულიყო, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა', - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ექსპერტებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავს საკითხებს.
'ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდეს. ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა', - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდ, მოწესრიგდეს შესაბამისი კანონმდებლოდა და შესაბამისი სფეროები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels