Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

 

საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ჯერალდ ჰოვარდს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს ბარამიძემ განუცხადა მხარეები ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

'დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი მეგობარი მხარს უჭერს არამარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის დემოკრატიულ განვითარებას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. დღეს უსაფრთხოების საკითხებს განვიხილავთ, მათ შორის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბრიტანეთის დახმარებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი', - განაცხადა ბარამიძემ.

თავის მხრივ ჰოვარდმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასა. მისივე განმარტებით საქართველოში ვიზიტი მეგობრობისა და მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

'მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაწეული დახმარებისთვის, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, თქვენი ქვეყნიდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი იცავს ავღანეთში სიმშვიდეს', - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels